Back to Top
ორშაბათი, 08 ივლისი 2019 13:32

ოსმა მილიციელებმა 256 ძირი მარიხუანა გათიბეს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებმა ახალგორის რაიონში 256 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს.

მარიხუანა დე ფაქტო უწყების თანამშრომლებმა ე.წ. სასამართლო ექსპერტებს გადასცეს, რომლებმაც შემდეგ დაადასტურეს, რომ "ბუჩქები ნამდვილად შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას".

ე.წ. მილიციელებმა ცხინვალის რაიონში ასევე ველური კანაფიც აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მილიციელებმა "10 ძირი კანაფი გათიბეს".

Read 905 times Last modified on ორშაბათი, 08 ივლისი 2019 13:50