mukilurji640X90

ოპოზიცია: გორის ბიუჯეტში ქალთა საჭიროებები გათვალისწინებული არ არის

მარტი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას გორის ხელისუფლება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შეეცდება. ყოველ შემთხვევაში ეს ინიციატივა რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბრისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გააჟღერეს. საკრებულოში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ნათია ომაძეა, რომელიც ფინანსურ დოკუმენტში ამ მხრივ არსებულ ვითარებას კონკრეტული მიზეზებით ხსნის.

ვასილისა ჯაბახიძე, გორის საკრებულოში 7-დან ერთ-ერთი დეპუტატი ქალია. ის  მიმდინარე წლის ბიუჯეტს აფასებს და ამბობს, რომ წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ქალთა საჭიროებები  თითქმის არ არის გათვალისწინებული. 

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე. თუმცა,  დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ არსებული ხარვეზების გამოსწორებას სამომავლოდ შეეცდებიან.

 წარმომადგენლობითი ორგანო ძირითადად,  მერიის მიერ მიწოდებულ ინიციატივებს განიხილავს.გორის მერის მოადგილე  ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დასაგეგმად  უწყება კვალიფიკაციას ამჟამადაც იმაღლებს.

სპეციალისტი გენდერულ საკითხებში და ქალთა სათემო ორგანიზაცია ,,ნიქოზის“ წარმომადგენელი გასულ წლებთან შედარებას ახდენს. ნინო მეგრელიშვილის დაკვირვებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 

ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ გენდერული საბჭოების შექმნას ავალდებულებს. ეს კი, რაოდენობრივი ასპექტის გათვალისწინებასთან ერთად, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავებას და ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერის საბჭოს 14 წევრიდან მხოლოდ 4 ქალია. შესაბამისი დებულების განხილვა, დასამტკიცებლად 9 მარტის სხდომაზეა დაგეგმილი.

 

 

Read 535 times Last modified on Last modified on მარტი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი