შს სამინისტრომ ყოფილ პოლიციელს 236 ლარის გამო უჩივლა

ივლისი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შს სამინისტროს სარჩელი და შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უმცროს ინსპექტორს 236 ლარის და 87 თეთრის გადახდა დააკისრა.

საჩივრის მიხედვით, 2017 წლის 24 მარტს ინსპექტორ ე. ხ. - ს სახელფასო ბარათზე აღნიშნული თანხა ზედმეტად ჩაერიცხა. თანხის ჩარიცხვის პერიოდში კი ის უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან მინისტრის ბრძანებით.

ყოფილი პოლიციელი სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადდა. მან არც შესაგებებელი წარადგინა. 

საქმის განხილვა თითქმის ორ წელს გაგრძელდა. მოსამართლე ნინო გერგაულის გადაწყვეტილებით, ე.ხ. - მ მიიღო ანაზღაურება იმ საქმისთვის, რომელიც მას რეალურად არ შეუსრულებია. შესაბამისად მას დაეკისრა თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

Read 733 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი