"ახალბაღში" ფილმებს ყოველ პარასკევს უჩვენებენ

ივლისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დასვენების პარკ "ახალბაღში" ფილმის ჩვენებები სეზონის ბოლომდე, ყოველ პარასკევს, 9 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

"როგორც უკვე იცით, გორის დასვენების პარკ "ახალბაღში,, ფუნქციონირება განაახლა ღია კინოთეატრმა და პირველი ფილმის ჩვენებაც მოეწყო. კინოჩვენება ყოველკვირეულად სეზონის ბოლომდე გაგრძელდება", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ფილმის შერჩევა მაყურებლის ჩართულობით მოხდება. სასურველი ფილმისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს facebook გვერდზე.

Read 483 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი