Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019 11:36

გორის მერია ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 33 ათას ლარს დახარჯავს

Rate this item
(0 votes)

გორის მერიამ, გორიჯვრის ქ N26-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 33 400 ლარია.

გორის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილება მდებარეობს.

"აქ გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მერის წარმომადგენელის ოფისიც ამ შენობაში განთავსდება", - განაცხადა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, ნათია ხაჩიურმა.

Read 782 times