ადამიანის უფლებათა ცენტრი: თანამდებობის პირებს სიტყვაზე ვერ ვენდობით

მარტი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კომპანიებში ხელმძღვანელის პოზიცია, საჯარო მოხელეებმა თანამდებობის დაკავებიდან 10 დღეში უნდა დატოვონ ",- ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა ცენტრი, რადიო ,,მოზაიკას“  მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, საჯარო მოხელეთა შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ. 


ლექსო მერებაშვილი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შიდა ქართლის გუბერნატორის მხრიდან კანონდარღვევაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, კახა სამხარაძეს მსგავს პოზიციაზე ყოფნას უკრძალავს, საჯარო რეესტრზე კი მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, ამიტომ  მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ეჭვის შეტანა დაუშვებელია. 

,,ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შეუთავსებლობასთან. კანონები - საჯარო სამსახურის და საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, საჯარო მოხელე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე სამეწარმეო საქმიანობას, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა.ფაქტი, რომ ის ფიქსირდება კომპანიის დირექტორად, უკვე აშკარა შეუთავსებლობაა და ამაზე მოკვლევაც კი შეიძლება დაიწყოს. 
ვერ უარყოფს ვერც მერი და ვერც გუბერნატორი, რომ ამ კომპანიებთან შეხება არ აქვთ. ის არგუმენტი, რომ აღნიშნული შპს-ები თანამდებობაზე მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დააფუძნეს, არ არის გამართლებული. მას შემდეგ, რაც ისინი გახდნენ საჯარო მოხელეები, 10 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ ხელმძღვანელის პოზიცია ამა თუ იმ კომპანიაში. მათ სიტყვაზე ვერ ვენდობით, აქვთ თუ არა შეხება ისევ აღნიშნულ კომპანიებში. ის, რომ თანამდებობის პირები  საჯარო რეესტრის მიხედვით ფიქსირდებიან ხელმძღვანელ პირებად, ესაა ფაქტი“, - აცხადებს ლექსო მერებაშვილი

Read 1227 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი