ჩეხი დიპლომატი: აუცილებელია გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული მხარდაჭერა

ივლისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრშიჩეკი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. 

ტომაშ პეტრშიჩეკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილსაც შეხვდა. ვანიშვილის სახლი წლების წინ მავთლხლართების მიღმა მოექცა. 80 წლის მოხუცს რუსი სამხედროებ​ისგან გადაადგილების დროს მუდმივად ექმნება პრობლემები.

ჩეხმა დიპლომატმა გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული მხარდაჭერის აუცილებლობას.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – "ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“

Read 241 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი