გორში იტალიელი მოხალისეები სხვადასხვა აქტივობებს ჩაატარებენ

ივლისი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

15 ივლისიდან 2 აგვისტომდე, გორში, იტალიელი მოხალისეები სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდების სხვადასხვა ინტერესებსა და გემოვნებაზე.

ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

"ჩართულობის თვე“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში 15, 22, 29 ივლისს, საღამოს 10 საათზე, ახალბაღის ღია ამფითეატრში (პარასკეობით დაგეგმილი სეანსების პარალელურად) გაიმართება კინო ჩვენებები. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები" - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, პროექტის მხარდამჭერია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო.

Read 523 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი