Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 11:52

გორის საბავშვო ბაღებში საოჯახო ტექნიკის შეტანა იგვიანებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში საოჯახო ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, წინადადებების მიღების დასრულებიდან თვენახევრის შემდეგაც კი, ვერ დასრულდა.

ამის მიზეზი, ტენდერში მონაწილეთა მოუწესრიგებელი დოკუმენტაციაა, რის გამოც სააგენტომ 4 კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ამჟამად, ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. კონკურსში დარჩა შპს "ტექნოჰაუსი" , რომელმაც სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე ძვირად შესთავაზა სააგენტოს საოჯახო ტექნიკა.

ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებები მომარაგდებიან ახალი მაცივრებით, ხორცსაკეპი მანქანებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებით , ასევე ელექტრო გამაცხელებლებით, გაზქურებით და ელექტრო ქურებით.

Read 528 times