Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 13:50

გერმანიის ვიცე სპიკერი: ვწუხვართ, რომ ქვეყნის ნაწილი ისევ ოკუპირებულია

Rate this item
(0 votes)

გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი კლაუდია როთი, გერმანიის პარლამენტის ბუნდესტაგის რამდენიმე წევრთან, გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვერხვების დევნილთა ჩასახლებას სტუმრობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და საკუთარ სამშობლოში მოსახლეობას ისევ დევნილის სტატუსით უწევს ცხოვრება. ჩემი ქვეყნის სახელით გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას“, - აღნიშნა კლაუდია როთმა.

ჩასახლებაში ვიზიტამდე, გერმანიის ვიცე - სპიკერი ე.წ. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ცნობილია, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯები გერმანიის დაფინანსებით აშენდა.

Read 514 times