"გახარია უნდა გადადგეს" - "ძლიერი გორის" წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

ივლისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია “ძლიერი გორი“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

ფრაქციის თავმჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ისინი ამ ფორმით ემიჯნებიან იმ დეპუტატებს, რომლებიც 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს ამართლებენ.

“როდესაც მოქალაქეები ამ დრომდე არიან საავადმყოფოში და მკურნალობენ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ არ აპატია პატრიოტიზმი და ტყვიები დაუშინა, ჩვენ ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს. აქ მსხდომი დეპუტატები “აპრავებენ“ 20 ივნისის ღამეს. როდესაც გორში აქცია ჩატარდა, "ქართული ოცნების" არცერთი დეპუტატი არ გამოსულა. ეჭვი მეპარება, რომ ესენი დაიცავენ მოსახლეობას იმ “გავრილოვებისგან“, რომლებიც ათ კილომეტრში საოკუპაციო ხაზთან დგანან“, - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. 

Read 190 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი