Back to Top
პარასკევი, 12 ივლისი 2019 12:45

ფრაქციის თავმჯდომარის აზრით, გორს უნდა ახსოვდეს, რა არის ძალადობა

Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, მიხეილ გოგინაშვილს მიაჩნია, რომ გორში მოკლული 9 წლის გოგონას სახელის ქუჩისათვის მინიჭებით, მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მუდმივად ემახსოვრება.

გოგინაშვილის თქმით, აქ მიუღებელი არაფერია

"ეს უნდა იყოს როგორც ძალადობის მსხვერპლი და ქალაქს უნდა ახსოვდეს. ეგრეა, მაგალითად, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ბავშვის "ტუფლებსაც" კი ინახავდნენ. მე, მაგალითად, მხარს დავუჭერ, რომ ქალაქს ახსოვდეს რა არის ძალადობა და კი არ უნდა დავმალოთ პრობლემა, პირიქით, უნდა წინ გვედოს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამის გაკეთება საშინელებაა", - აცხადებს გოგინაშვილი

გორის საკრებულომ 9 წლის მოკლული გოგონას სახელი წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ერთ - ერთ ქუჩას მიანიჭა.

ამავე თემაზე: გორში მოკლული 9 წლის გოგონას სახელი ერთ - ერთ ქუჩას დაარქვეს

Read 485 times Last modified on პარასკევი, 12 ივლისი 2019 12:58