გორში, სტალინის ქუჩაზე კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯება
გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.
გორის მერიის ცნობით, სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.
პროექტს ჯერ კიდევ ამუშავებენ. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სამუშაოებისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.