8 მარტი მავთულხლართებთან

მარტი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 ავტორი: თათია გოგოლაძე

,,2008 წლამდე არ მახსოვს, რომ 8 მარტი აქაურ ქალებს უბან-უბან არ აღგვენიშნა. სხვანაირი ხალისით ვხვდებოდით ქალთა დღეს“...

ლია შატაკიშვილი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ქალებს შორის ერთ-ერთია. მისი თქმით, რთულია მავთულხლართების სიახლოვეს ცხოვრობდე და ხალისი შეინარჩუნო. მისი დაკვირვებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ადამიანების განწყობა  რადიკალურადაა შეცვლილი, ეს კი, განსაკუთრებით ქალებს ეტყობათ. 

ძველად სადღესასწაულო თარიღი, ერთ ჩვეულებრივ დღედ იქცა სოფელ ნიქოზში მცხოვრები ელისაბედ ჭავჭავაძესთვისაც. ის წარსულსა აწმყოს შორის  პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ მძიმე სოციალურმა ფონმა ადამიანებს ღიმილის უნარი გაუქრო. ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მცხოვრებ ქალს, იმედი აქვს, რომ ტერიტორიებთან ერთად, ხალხი ჩვეულ განწყობას დაიბრუნებს. 

ძველი ხალისი დაკარგული აქვთ სოფელ ხურვალეთშიც. ნანა გიგუაშვილი იხსენებს, რომ ადრე სხვაგვარი მხიარულება ახლდა ამ დღეს, ახლა კი, თითქმის ყველას დაავიწყდა, რომ გაზაფხულის პირველი თვე ქალებთან ასოცირდება. 

სახელმწიფო  მინისტრი შერიგების საკითხებში, აცხადებს, რომ ქალთა საკითხების დასარეგულირებლად სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ქეთევან ციხელაშვილის აზრით, ქალებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საკუთარი უნარების  გამოსავლენად მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

https://soundcloud.com/vxjkqt4byjwr/2sg5jrtxx0nf 

დევნილთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 141 215 დევნილი ქალი ცხოვრობს, აქედან 8 597 შიდა ქართლშია რეგისტრირებული. 
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ქალთა საჭიროებები კონფლიქტის ზონაში რადიკალურად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, მათი უფლებებისთვის გააქტიურება, ორგანიზაციებმა სწორედ 2008 წლის შემდეგ დაიწყეს.

Read 1114 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი