"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ცხინვალში ჩასვლას გეგმავენ

ივლისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პატრიოტთა ალიანსის წევრები უახლოეს მომავალში ცხინვალში ჩასვლას აპირებენ, ამ ვიზიტის განხორციელებას პარტიის წარმომადგენლები მოსკოველ დეპუტატებთან ერთად გეგმავენ.

რუსული მედიის ცნობით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებიც მოსკოვში ჩავიდნენ, რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზაობას გამოთქვამენ.

ცხინვალთან ერთად ერთობლივი ვიზიტი აფხაზეთშიც იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი და გადაადგილების მიმართულება ოკუპირებული რეგიონებისკენ ამ ეტაპზე არ ხმაურდება, შესაბამისად უცნობია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები რომელი მხრიდან შევლენ აღნიშნულ რეგიონებში – რუსეთის თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედებს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

Read 353 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი