Back to Top
ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019 13:55

კომპანია, რომელიც გორის ბაღებს ხორცით ამარაგებდა, დააჯარიმეს

Rate this item
(0 votes)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "ნიშა", რომელიც გორის სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით ამარაგებდა, 100 ლარით დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, შპს "ნიშა" ს საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორი სურსათის , ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 100 ლარით.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს აღნიშნულ კომპანიასთან ორი შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომლის საერთო ღირებულება 355 412 ლარია.

Read 523 times