Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 15:34

მაკრახიძე: მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი, მაგრამ მხარს პროპორციულს დავუჭერ 

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე თვლის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის ნაადრევია.

იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ჯერ არ არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ ქალაქებს მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ჰყავდეთ.

"მე მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი, მე ვარ პარლამენტში გორის წარმომადგენელი და ასეა თუ ისე, მოსახლეობის პრობლემებს ვეცნობი და გარკვეული შუამდგომლობით ვეხმარები ამომრჩეველს. მე არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი დალაგდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროა. ჩემი აზრით, ამ მხრივ ჯერ უამრავი ხარვეზია გამოსასწორებელი. მიუხედავად ამისა, რადგან გუნდმა ასე გადაწყვიტა, მე მათ წინააღმდეგ არ წავალ და თუ საქმეს ასე სჭირდება, კენჭისყრის დროს მხარს პროპორციულ სისტემას დავუჭერ. თუ ამ საკითხის განხილვის დროს გუნდის პოზიცია შეიცვლება, ისევ მათ აზრს გავიზიარებ", - განმარტა იოსებ მაკრახიძემ.

Read 785 times