გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვებგვერდის ამუშავება ვერ შეძლო

მარტი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი არ მუშაობს. Gori.gov.ge 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ აღარ განუახლებიათ. მეტიც, ის ინფორმაციები, რაც ზურა ჯირკველიშვილის მერობის პერიოდს უკავშირდებოდა, ამჟამად ხელმიუწვდომელია.

მერიაში ამბობენ, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების გამო, ახალი ვებგვერდის გახსნა გახდა საჭირო, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ახლა მიმდინარეობს ვებგვერდზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში უნდა ამუშავდეს. აქ აიტვირთება ყველა საჭირო ინფორმაცია მერიის მუშაობის შესახებ. საიტზე განთავსებული იქნება ყველა იმ პირის საკონტქაქტო ინფორმაცია, ვისაც მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს,“ - განმარტა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ხაჩიურმა.

Read 1488 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი