გორის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დასწრების პრინციპით მოხდება

ივლისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხვალიდან გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება.

პროცედურები ონლაინ რეჟიმში იწარმოებს.

სკოლამდელი აღზრის სააგნტოს ვებ.გვერდზე (gorikids.ge) დაინტერესებულ მშობლებს ბავშვის დარეგისტრირება ხვალ 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

"ონლაინ რეგისტრაციაზე დასწრების პრინციპი იმოქმედებს და ვინც მოასწრებს, ის დარეგისტრირდება კონკრეტულ ბაღში, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ბავშვი უკვე ჩარიცხულია შერჩეულ დაწესებულებაში. ამ საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს და უპირატესობა მიენიჭებათ ბაღთან ახლოს მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და დევნილ აღსაზრდელებს, ასევე ბავშვებს, რომელთა და ან ძმა სწავლობს შერჩეულ ბაღში. ამის შესახებ მშობელს მითითებულ ტელეფონის ნომერზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სმს-ით ეცნობება და გაიგებს, ჩაირიცხა თუ არა მისი შვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში", - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

Read 968 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი