Back to Top
შაბათი, 20 ივლისი 2019 16:42

"არა ოკუპაციას" - კამპანიას გორის მოდის კვირეულზე ჩამოსული აზერბაიჯანული დელეგაციაც უერთდება

Rate this item
(0 votes)

აზერბაიჯანული დელეგაცია, რომელიც ქალაქ გორს მოდის კვირეულის ფარგლებში ესტუმრა, უერთდება კამპანიას "არა ოკუპაცია"-ს, -. ამის შესახებ ინფორმაციას კვირეულის ორგანიზატორი ინგა სიორიძე ავრცელებს.

"ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იმყოფებიან ქალაქ გორში, ისინი დაესწრებიან მოდის კვირეულს, მათ გამოგვიცხადეს თანადგომა და ჩვენთან ერთად ამბობენ "არა ოკუპაციას", მეგობრობის ნიშნად, მე დღეს მათ ეროვნულ სამოსში ვარ გამოწყობილი", - აცხადებს ინგა სიორიძე.

ინფორმაციისთვის, მოდის კვირეული გორში, დღეს, 20 ივნისს 19:30-ზე, გოგებაშვილის ახლადრეაბილიტრებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.

Read 1287 times