როგორ დავარეგისტრიტოთ ბავშვი გორის საბავშვო ბაღში? - ინსტრუქცია

ივლისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. ის ონლაინ რეჯიმში მიმდინარეობს.

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, რომელიც მშობლებს საკუთარი შვილების სასურველ ბაღში დარეგისტრირებას გაგიმარტივებთ.

1. რეგისტრაციისთვის უნდა ესტუმროთ საიტს: gorikids.ge

2. შემდეგ, უნდა დააკლიკოთ გრაფას "რეგისტრაცია"

Screen Shot 2019-07-21 at 14.06.08

 

3.  ჩამოშლილ ჩამონათვალში აირჩიეთ "რეგისტრაცია 2019-2012 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის"

4. ამის შემდეგ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება ასეთი ფანჯარა

 

Screen Shot 2019-07-21 at 14.11.38

5. რეგისტრაციის გაგრძელებისთვის დააკლიკეთ: http://www.gorikids.ge/registration/

6. ყველა ველში შეიტანეთ შესაბამისი ინფორმაცია.

გახსოვდეთ, არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში ბავშვი არ ჩაირიცხება.

Screen Shot 2019-07-21 at 14.14.05

 

7. ველების შევსების შემდეგ, დააჭირეთ გრაფას "გაგზავნა"

8. გაითვალისწინეთ, რომ ბაღში ჩარიცხვისას იმოქმედებს 2 პრიორიტეტი:

''სოციალურად დაუცველი, რომელიც ბაღის მიმდებარედ ცხოვრობს და დედმამიშვილი, რომელიც 2019–2020 სასწავლო წლისთვის ამავე ბაღის აღსაზრდელია.''

9. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია 31 აგვისტოს ჩათვლით. 

Read 349 times Last modified on Last modified on ივლისი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი