გორელმა ქალმა ქუჩაში ნაპოვნი საფულე ტურისტს დაუბრუნა

ივლისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩეხი ტურისტი გორში მოულოდნელად საბუთების და ფულის გარეშე დარჩა. მან საფულე ქალაქში დაკარგა, თუმცა მომხდარის გამო ნერვიულობამ დიდხანს არ მოუწია. 

საფულე ჭავჭავაძის ქუჩაზე ლამარა თინიკაშვილმა იპოვა. მან მფლობელის ვინაობა საბუთებით გაარკვია და ახლობლებთან ერთად, მისი მოძებნა დაიწყო. 

ლამარა თინი

"ჭავჭავაძის ქუჩაზე მივდიოდი, როცა საფულე შევნიშნე. ძირს ეგდო. ვიფიქრე პატრონი მიხვდება რომ საფულე დაუვარდა და მობრუნდება მეთქი, თუმცა არავინ გამოჩნდა. ამის შემდეგ საფულე გავხსენი, რომ საბუთებით გამერკვია, ვინ იყო მფლობელი. პირადობის და მართვის მოწმობასთან ერთად, საფულეში სტუდენტობის დამადასტურებელი ბარათიც იდო", - იხსენებს ლამარა. 

საბუთებით გაირკვა, რომ მფლობელი 21 წლის ჩეხი სტუდენტი იყო. 

"21 წლის ჩეხი სტუდენტის აღმოჩნდა ეს საფულე. იმისათვის, რომ მისი ტელეფონის ნომერი გაგვერკვია, ჩემმა ოჯახის წევრმა ჩეხეთის უნივერსიტეტში დარეკა, ნომერი სტუდენტის მოწმობაზე ეწერა, თუმცა არასამუშაო დღე იყო და არავინ გვიპასუხა".

საფულეში ყველა ამ დოკუმენტთან ერთად, 600 ლარიც იდო. ლამარა თინიკაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ  საფულე პოლიციაში მიეტანათ. როგორც აღმოჩნდა, ჩეხი ტურისტიც იქ იმყოფებოდა.

"წარმოვიდგინე როგორ გაუჭირდებოდა უცხოელ ტურისტს, რომელმაც საბუთები და ფული დაკარგა. მიხარია, რომ საფულემ პატრონი იპოვა", - ამბობს ლამარა თინიკაშვილი.

პოლიციის განყოფილებაში გაირკვა, რომ 21 წლის სტუდენტი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

Read 4791 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი