გორის ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდი პილმენით 17 წლის ბიჭი მოიწამლა

ივლისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 წლის გ. ც. ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა რომელსაც ამ დროისთვის "გორმედის" ექიმები მკურნალობენ, ამბობს, რომ პილმენით მოიწამლა. გ.ც.-ს ექიმებმაც დაუდასტურეს, რომ მოწამვლა საკვებმა გამოიწვია. ახალგაზრდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფაქტით დაინტერესებას და კონკრეტული მაღაზიათა ქსელის შემოწმებას სთხოვს.

"გუშინ საღამოს მოსახარში პილმენი წონით ვიყიდეთ მაღაზიაში.მანამდე მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი.მოვხარშეთ შეჭამეთ და 5-10 წუთში მოსასულიერებელი გავხდი.როგორც გავარკვიე სწრაფი მოწამვლა იყო. ჩემთან ერთად პილმენი ჩემმა მეგობრებმაც ჭამეს, მაგრამ ისინი კარგად გრძნობენ თავს. როგორც ექიმმა მითხრა, შესაძლებელია სწორედ მე შემხვდა თუნდაც ის ერთი პილმენი,რომელმაც მოწამვლა გამოიწვია. მინდა რომ ხმა მივაწვდინო შესაბამის ორგანიზაციებს,რათა ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ჩემს მდგომარეობაში სამომავლოდ სხვებიც რომ არ აღმოჩნდნენ"-ამბობს გ.ც.

Read 1179 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი