გორის სოფლებში 100-მდე ადგილობრივს უფასო სამედიცინო გადასინჯვა ჩაუტარდა

ივლისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე - ამ ლოზუნგით, შიდა ქართლის რწმუნებულის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა.

ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა 100-მდე ადგილობრივს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს.

გუბერნიის ინფორმაციით, ადგილზე ჩატარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევაც.

სტაციონარული მკურნალობის საჭიროების პაციენტებს კი, მკურნალობას უკვე თბილისში გაუწევენ.

Read 243 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი