"უთხარი არა პლასტმასს!" - 25 ივლისს გორში ფესტივალი ჩატარდება

ივლისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფესტივალი სახელწოდებით "უთხარი არა პლასტმასს" გორში, ახალგაზრდობისა და დასვენების პარკში 25 ივლისს გაიმართება, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 19 საათზე დაიწყება.

ფესტივალი CENN-ის პროექტის "ნარჩენების მართვა რეგიონებში WMTR" II პროგრამის ფარგლებში იმართება. მანს ფინანსურ მხარდაჭერას USAID/GEORGIA უწევს.

ფესტივალის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა პლასტმასის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ, რათა მოხდეს ამ რისკების და გამომწვევი მიზეზების შემცირება. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:

  • კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. მოეწყობა საგამოფენო სივრცეები - ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ტილოები, პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებული სუვენირები. დაგეგმილია ინფორმაციული აქტივობები, სახალისო ქვიზები, საგამოფენო სივრცეებთან სხვადასხვა სახის აქტივობები, ვორქშოპები. სპორტული შეჯიბრები: ბაგირის გადაზიდვა,
  • დაბინძურებული ადგილების აღმოჩენა და დასუფთავება. საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალბაღში მდებარე ღია კონოთეატრში გაიმართება ფილმის ჩვენება, რომლის ორგანიზატორია კავთისხევის მწვანე კინოკლუბის გუნდი, ჩვენება საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისთვის სადისკუსიო ფორმატში გაიმართება.

პროექტი "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარის ავტ. რესპუბ. კახეთი შიდა ქართლი და თბილისში) მიმდინარეობს და მას ორგანიზაცია CENN ახორციელებს, USAID ის ფინანსური მხარდამჭერით.

პროგრამის ფარგლებში გორში დაგეგმილ ფესტივალს პარტნიორობას გორის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.

Read 234 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი