გორის ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონეს ხულიგნობაში ედება ბრალი

ივლისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონეს ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო ქმედება მან ყოფილი თანამშრომლის მიმართ, 10 ივლისს ჩაიდინა. კერძოდ, მის ახალ სამსახურში მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

"ახლა სხვა რესტორანში ვმუშაობ. აქ მოვიდა და საღამოს საათებში მოხდა ეს ამბავი. მე მყავს მცირეწლოვანი შვილი და ხან ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, სამსახურში რომ ვიყავი და სახლში არ მომეჭრა".

შემთხვევის დროს, გოგონამ 112-ში დარეკა. მისი შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე პოლიცია მივიდა და მამაკაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით აღიძრა.

"წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს", - ვკითხულობთ მუხლის განმარტებაში.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ფაქტზე სასამართლო განხილვა უკვე დაწყებულია და დაზარალებული მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ის ამბობს, ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და მოითხოვს, სამართადამცველებმა მისი და მისი შვილის დაცულობა უზრუნველყონ.

Read 481 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი