დედამ უსინათლო შვილი და მისი უსინათლო ცოლი თავშესაფრის გარეშე დატოვა

ივლისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დედამ უსინათლო შვილი, საკუთარ უსინათლო მეუღლესთან ერთად, სახლიდან გაუშვა.

სპეციალური საჭიროებების მქონე წვილი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ახლობელთან ცხოვრობს.

მხედველობის პრობლემის მქონე ცოლ-ქმარს სხვა თავშესაფარი არ აქვს.

"მან გვითხრა, რომ სახლი დაგვეტოვებინა. მან ორ შვილს გაუყო ქონება, ჩვენ კი ყველაფრის გარეშე დაგვტოვა. არადა, გვპირდებოდა, რომ იმ სახლს, სადაც ცხოვრობს, ჩვენ გადმოგვიფორმებდა. ამ იმედით, გავყიდეთ ის სახლიც, რომელიც გვქონდა", - ჰყვებიან ისინი.

დედის თხოვნით, მამაკაცმა ის უძრავი ქონება გაყიდა, რომელიც მემკვიდრეობით მამამ დაუტოვა. როგორც რადიო "მოზაიკასთან" თქვეს, ქმრის მშობლები გაშორებულები იყვნენ და შვილი მამასთან იზრდებოდა, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მამაკაცი, საკუთარი ძმის თხოვნით, დედას შეურიგდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ეკონომიკური პრობლემების გამო, მემკვიდრეობით მიღებული სახლი გაყიდა და აღებული თანხა დედას მისცა. სანაცვლოდ, ის მისგან საცხოვრებელი სახლის გადაფორმებას ელოდა.

"ორი წელი ვცხოვრობდით მასთან, მაგრამ ბინა ჩვენთვის არ გადოუფორმებია", - ამბობენ რადიო "მოზაიკასთან". 

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცოლ-ქმრის თქმით, დაპირების შეხსენების შემდეგ, დედასა და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

"ბოლოს გვითხრა, წადით ჩემი სახლიდანო და წამოვედით, არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ?!".

ცოლ-ქმარს იმედი აქვს აქვს, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მათი ამბით დაინტერესდებიან და დარღვეული უფლებების აღდგენაში დაეხმარებიან.

 

 

Read 193 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი