Back to Top
ორშაბათი, 22 ივლისი 2019 15:52

გორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)
გორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი ფულის უკანონოდ მითვისებას ედავება.
"სალაროსთან ფული ამომივარდა ჯიბიდან, 50 ლარი იყო. ეს კაცი კი, დასწვდა და აიღო, ამ ფულის ნაცვლად კი, 5 ლარიანი დააგდო. კამერებმა ეს ყველაფერი დააფიქსირეს", - ამბობს სუპერმარკეტის თანამშრომელი.
სუპერმარკეტის მონიტორინგის სამსახურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 177-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ქურდობას გულისმობს.
"მამაკაცი სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სასამართლო ჯერ კიდევ გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.
დაზარალებულის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც მისი 50 ლარი უკანონოდ მიითვისა, ეს თანხა ორ ეტაპად უკან დაუბრუნა.
"ჯერ 30 ლარი მომიტანა, შემდეგ კი - 20", - ამბობს ის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 6-თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობა ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Read 506 times