Back to Top
ორშაბათი, 22 ივლისი 2019 16:16

გორში, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ ღია კაფე მოეწყობა - მერია ფართს თვეში 150 ლარად აქირავებს

Rate this item
(0 votes)

გორის მერია ფართს 150 ლარად გააქირავებს - უწყებას ამაზე თანხმობა საკრებულომ უკვე მისცა.

მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია კაფეს მოწყობის მიზნით, 35 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორია 3 თვის ვადით გაქირავდება. 

ეს საკითხი დღის წესრიგში შპს "ღვინის იმპერიის" დირექტორის, ნინო გოგიჩაიშვილის მიმართვის საფუძველზე დადგა - მან მერიას აღნიშნული ფართის გაქირავება სთხოვა. 

საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მერაბ მელანაშვილის განმარტებით, ტერიტორიის გაქირავებისთვის აუქციონი გამოცხადდება.

"ამ ტერიტორიის გასაქირავებლად აუქციონი გამოცხადდება. დაინტერესებულ ბიზნესმენს უფლება აქვს ადგილზე ღია კაფე მოაწყოს მხოლოდ ქოლგების, მაგიდების და სკამების დასალაგებლად", - ამბობს მერაბ მელანაშვილი.

მერიის ბიუჯეტი ამ ტერიტორიის გაქირავებით, 3 თვეში 450 ლარით შეივსება.

Read 516 times