mukilurji640X90

მაკრახიძის დაარსებული "იბოლია" გორის მერიის ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობს

მარტი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიები გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამოჩნდნენ. შპს "იბოლია" გორში თბილისის ქუჩისა და ჩიხის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოების შესრულებაში უკონკურენტო პრეტენდენტია.

სახლემწიფო ტენდერების ვებ-გვერდის მონაცემებით, აღნიშნული სამუშაობის შესასრულებლად წინადადებების მიღება დასრულებულია. შპს ,,იბოლია" კი მერიისგან შესაბამის მომსახურებაში  450 000 ლარს ითხოვს. შეგახსენებთ რომ იოსებ მაკრახიძემ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ კომპანიაში კუთვნილი 40% სამართავად სხვას გადააბარა.15-15%-იანი წილი კი მის შვილებს ოფელია და მარიანა მაკრახიძეებს ისევ ეკუთვნით. გასული წლის მონაცემებით შპს "იბოლიას" მიერ მოგებული ტენდერებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 79,958,633.00 ლარით განისაზღვრა.

 

28783512 2033132850045311 2238308213306949632 o

 

შეგახსენებთ, რომ რადიო "მოზაიკასთან" საუბარში დეპუტატმა მის მიერ დაარსებული კომპანიების მონაწილეობა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ დაანონსა. 

,,გორში ასეთი სამი ფირმა მუშაობს, 600 კაცია დასაქმებული და ამდენ ხალხს უმუშევარს ხომ არ დატოვებენ. გორში ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ყველგან მიიღებენ მონაწილეობას ეს კომპანიები, აბა როგორ. ქუჩებია მოსაწესრიგებელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოებია შესასრულებელი და ვნახოთ“, - აცხადებდა იოსებ მაკრახიძე.

 

 

Read 2262 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი