ტვ იმედი: ოქრუაშვილმა აღიარა, რომ გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა

ივლისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მან ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა სცადა. მისივე თქმით, შუამავლობა დავით უსუფაშვილს სთხოვა, რომელმაც ივანიშვილისგან მარტივი „მესიჯი“ მიუტანა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ილაპარაკა, - ინფორმაციას ბრიფინგის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"2014 წლის 14 ივნისს ადგილობრივი არჩევნები იყო. გორში მერობაზე კენჭისყრას ვაპირებდი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე ურთიერთობის გარკვევა და საერთო ენის გამონახვა დავიწყე ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დავით უსუფაშვილს. მან კი, ივანიშვილსგან მარტივი მესიჯი მომიტანა - პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება. ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა. 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა.

2014 წლის პირველ აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე:

„სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა", - თქვა ოქრუაშვილმა.

მანამდე რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა გაასაჯაროვა ირაკლი ოქრუაშვილის ის ჩვენება, რომელიც მან პროკურატურას 2014 წლის პირველ აპრილს მისცა, - წერს ტელეკომპანია "იმედი".

Read 193 times Last modified on Last modified on ივლისი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი