Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 22 ივლისი 2019 17:28

გორში დაშავებულ მუშას მკურნალობის ხარჯებს სამსახური აუნაზღაურებს

Rate this item
(0 votes)

გორში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ მუშას მკურნალობის ხარჯებს სამსახური აუნაზღაურებს, - ამის შერსახებ რადიო "მოზაიკას" კეთილმოწყობის სააგნეტოდან აცნობეს.

სააგნეტოს პრესსამსახურის თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობა სამსახურს დაზღვეული აქვს.

"ჩვენს ყველა თანამშრომელს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. შესაბამისად, დაშავებულის მკურნალობის ხარჯები დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება", - გვითხრა ირმა ბუზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის მამაკაცი დღეს სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა.

"საბარგულზე ოჯდა და ბანერი ეჭირა. ძლიერი ქარის გამო, ბანერი და ეს კაციც გადმოვარდნენ", - ჰყვებიან თვითმხილველები.

მამაკაცი "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე: გორში დაშავებული მუშის დღიური ანაზღაურება 18 ლარია

Read 828 times