სეტყვის შედეგად დაზარალებულ სოფლებში 15 ახალგაზრდა ზარალს აღწერს

ივლისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამხოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „საზაფხულო დასაქმების“ პროგრამა შემუშავდა. 3 თვის განმავლობაში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები 15 ახალგაზრდა ჩაერთვება პროგარმაში და საველე მონიტორინგს განახორციელებს.

პროგრამა USAID/ZRDA-ს ფარგლებში შემუშავდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გააფორმა.

ამ სიახლსეთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაზარალებული სოფლების წარმომადგენლები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.

ინფორმაციისთვის, USAID/ZRDA-ს პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 9 ათასამდე მოსახლე, რომლებიც მიმდინარე წლის მაისში, ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდნენ და მოსავალი სრულად გაუნადგურდათ, საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

"საქართველოს და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რაც ამერიკული მხარიდან 1 მილიონი აშშ. დოლარის გამოყოფას გულისხმობს, დაზარალებულებს საშუალებას მისცემს კვლავ განაახლონ მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას, და მეორეს მხრივ, მოახდინოს სათემო პრობლემების გადაჭრაში ახალაგზრდების ჩართულობის წახალისება", - განმარტავენ პროგრამის წარმომადგენლები.

Read 665 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი