Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 23 ივლისი 2019 17:40

გორმედი: მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამოა

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" წყაროს ინფორმაციით, რომელიც "გორმედის" თანამშრომელია, გუშინ დაშავებული მუშა გარდაიცვალა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, "გორმედი" აცხადებს, რომ სიკვდილი არ დამდგარა და მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამოა.

"სიკვდილი არ დამდგარა. ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისთვის შეუსაბამოა", - აცხადებს "გორმედი".

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ 58 წლის მამაკაცი გარდაცვლილია და ფაქტს, სამსახურისთვის დამატებითი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, არ ახმაურებენ.

უბედური შემთხვევა გუშინ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოხდა. 58 წლის მამაკაცი სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა. ის გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იყო. 

ამავე თემაზე: გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა

Read 1468 times Last modified on სამშაბათი, 23 ივლისი 2019 17:52