Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 09 მარტი 2018 15:13

ვარიანში ერთ-ერთ ქუჩას იაკობ გოგებაშვილის სახელი დაერქმევა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთ ქუჩას იაკობ გოგებაშვილის სახელი დაერქმევა, - ეს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


აღნიშნული ქუჩის სახელდების შესახებ წერილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს შევიდა. გამგებელი სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლებაში) არსებული უსახელო ქუჩის სახელდებას მოითხოვდა. 

ყოფილი გამგებლის ინიციატივას საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

Read 2223 times