გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის დაშავების ფაქტზე ხელმძღვანელი პირველ კომენტარს აკეთებს

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის დაშავების ფაქტზე სააგენტოს ხელმძღვანელი პირველ კომენტარს აკეთებს.

ბაჩანა გვიანიშვილი განმარტავს, რომ   რეგიონული მოდის კვირეულის ტექნიკური მხარდაჭერა მის სააგენტოს გორის მერიამ დაავალა.

ამავე თემაზე: გორმედი: მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამოა

 

“ჩვენ სამსახურს ოფიციალური წერილით ჰქონდა დავალებული აღნიშნული ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. ეს დავალება გაიცა მერიის მხრიდან და კეთილმოწყობის სამსახური ეხმარებოდა ამ ღონისძიების ჩატარებაში, კერძოდ სკამების გადაზიდვა იყო თუ იგივე იმ ბანერის გადატანაც. იმ საღამოს ორგანიზატორებისგან იყო თხოვნა, რომ ეს ბანერი გადაგვეტანა ახალბაღის ტერიტორიაზე. სად უნდა მდგარიყო ეს კაცი, როგორ მოხდა ყველაფერი ამას დაადგენს გამოძიება, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო მისთვის, შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა ამისთვის. სამწუხაროდ მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა“, - გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მდინარე მეჯუდას სანაპიროზე უბედური შემთხვევა მოხდა - კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც ბანერი ეჭირა, ძლიერმა ქარმა სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოაგდო.

 

 

Read 734 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი