ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსწავლეები საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობენ

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონად დევნილი 50 მოსწავლე, "რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში” მონაწილეობს.

13 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ქუთაისში, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაემგზავრნენ. ბანაკი ხორციელდება პროგრამის „მომავლის ბანაკი“-2019-ის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკზე. მოსწავლეები ქუთაისიდან 6 აგვისტოს დაბრუნდებიან", - წერია სამხრეთ ოსეთის დროებიტი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე უწყების ცნობით, პარალელურად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 8 მოსწავლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელებულ „საზაფხულო ეკოსკოლა“ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, სადაც ისინი 2 კვირა დარცებიან და სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.a

Read 193 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი