გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში მზის ელექტრო სისტემა დამონტაჟდება

ივლისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მაღალმთიანი სტატუსის მქონე 15  სოფელში მცხოვრებ 32 ოჯახს ინდივიდუალური მზის ელექტროსისტემა დაუმონტაჟდება.

სოფლებში, საყავრე, წითელწყარო, ტამი, ხანდისი, გაიჩაანთ უბანი, იფნარა, ფიცესი, ველები, დრე, დიდი ჭვარები, ოჭიორა, ლული, ჭანჭახა, საჯიანი, მღებრიანი, სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “იუჯითი“  2 545 400 ლარად განახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის დასახლებებში მუდმივად მცხოვრები 178 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.

გარდა მზის ელექტროსადგურის სისტემის დამონტაჟებისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომხმარებელს ელექტროენერგია სახლში შეუყვანოს. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია, კომპანია კი მათი დამონტაჟებიდან 3 წლის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა.

აღნიშნული  ელექტროსისტემის საშუალებით,  მომხმარებელს ელექტროენერგია ცუდი ამინდის დროსაც არ გაეთიშება. მზიან ამინდში შესაძლებელია ნათურით, ტელევიზორით, მაცივრით, სარეცხი მანქანითა და წყლის გამაცხელებლით ერთდროულად სარგებლობა.

ერთი მზის ელექტროსისტემის მონტაჟის ღირებულება 14 300 ლარია.

Read 345 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი