ენმ: გორის მერიის თანამშრომლები ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ

ივლისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის მერიის თანამშრომლები: ნიკა ბერძნიშვილი, ფარნა მახოხაშვილი და უჩა მშვიდობაძე, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სახლთან აქციას მართავდნენ",- ინფორმაციას ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს

პარტიის წარმომადგენლის ვასილისა ჯაბახიძე რადიო "მოზაიკასთან" საუბარში განმარტავს,რომ აღნიშნული პირები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სააგენტოებში მუშაობენ. თუმცა პრესსამსახურში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ადასტურებენ და ამბობენ,რომ აღნიშნული პირები მერიის თანამშრომლები არ არიან.

"გორის მერმა და მისმა მოადგილეებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ ა(ა)იპები მის დაქვემდებარებაში არიან, ან კიდევ არ იცოდნენ ვინ არიან ამ ა(ა)იპებში დასაქმებულები და ახლა გაურკვევლობაში არიან მართლა არიან თუ არა მათი თანამშრომლები ნიკა ბერძნიშვილი, ფარნა მახოხაშვილი და უჩა მშვიდობაძე.ისინი ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ არაფერში, ასევე არიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ხარჯზე უბრძანეს რომ წასულიყვნენ ააღნიშნულ აქციაზე და კომენტარებშიც ჩანს, რომ ისიც არ იციან რა აქციაზე იდგნენ. სწორედ ამ ტიტუშკების დირექტორებს ნიშნავს და ათავისუფლებს გორის მერი და სწორედ გორელების ჯიბიდან აძლევს გორის მერია ყოველწლიურად ათასობით ლარს აღნიშნულ ახალგაზრდებს", -აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

67877747 3050037555021497 5825999205742673920 n

Read 1225 times Last modified on Last modified on ივლისი 26 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი