გორის ციხის ტერიტორიის დაცვისთვის მერია 70 000 ლარამდე თანხას დახარჯავს

ივლისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი წლის მანძილზე 70 000 ლარამდე დაუჯდება.

მას, შემდეგ რაც, სახელმწიფომ, გორის ციხე  მოვლა-პატრონობის ვალდებულებით მუნიციპალიტეტს გადმოსცა, მის მოვლაზე პასუხისმგებლობა გორის მერიას დაეკისრა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის ისტორიული ძეგლის ტერიტორიის დაცვისთვის გამოყოფილი თანხიდან 34 100 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციისთვის,  გორის ციხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში  მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.

ისტორიულ ძეგლზე უკვე მეორე წელია არქეოლოგიური და ციხის კედლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე: გორის ციხის ტურისტული პოტენციალი - რა სამუშაოები მიმდინარეობს ისტორიულ ციხეზე

Read 254 times Last modified on Last modified on ივლისი 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი