Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 26 ივლისი 2019 16:45

გორში, სუხიშვილისა და ტყვიავის ქუჩებზე მოსახლეობა საგზაო ნიშნების განთავსებას ითხოვს 

Rate this item
(0 votes)

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, მინი მოედნის მიმდებარედ, ერთ- ერთი მოქალაქე მერიას საგზაო ნიშნის "გაჩერება აკრძალულია", განთავსებას სთხოვს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის გაჩერების დროს ადგილობრივ მოსახლეობას ფეხით გადაადგილება უჭირს.

გორის მერიას ასევე ტყვიავის ქუჩაზე მცხოვრებმა, ერთ-ერთმა მოსახლემ მიმართა და #7 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის შემაფერხებელი უსწორმასწორობის მოწესრიგება ითხოვა.

აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ნიშნების მოწყობის მიზანშეწონილობაზე შსს -ს რეკომენდაციის გათვალისწრინებით, საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს.

Read 843 times