ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქართული ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და ერედვის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ჭიდაობს ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრში ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტების სპორტსმენებთან ერთად, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოასპარეზე მოჭიდავეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნეულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ქართული ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი 2008 წლის ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტში მუდმივად ტარდებოდა, ამჯერად ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მოვაწყვეთ. ტურნირი ორმხრივად მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ რომ ფაქტობრივად ტრადიცია აღვადგინეთ და მეორეს მხრივ, ამით სპორტის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ძალიან მალე მორიგი ტურნირის ჩასატარებლად ერედვში შევიკრიბებით და სპორტსმენებიც იქ იასპარეზებენ". - აღნიშნა გუბერნატორმა.

ტურნირის ბოლოს გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიებში სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

Read 182 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი