გორის გარდა, ვებგვერდი ყველა გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს აქვს

მარტი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს შორის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთადერთია, რომელსაც ამ დრომდე ვებგვერდი არ აქვს.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გორის მსგავსად, ზუგდიდმა, ოზურგეთმა, თელავმა, ახალციხემ, მცხეთამ და ამბროლაურმაც დაკარგა. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან განსხვავებით, ექვსივე მუნიციპალიტეტს დღეს უკვე მოქმედი საიტი აქვს.

 

1. ზუგდიდი: http://zugdidi.mun.gov.ge/

zugdidi

 

 

 

2. ამბროლაური: http://ambrolauri.gov.ge/

ambrolauri

 

 

3. ოზურგეთი: http://www.ozurgeti.org.ge/ge

ozurgeti

 

4. თელავი: http://telavi.mun.gov.ge/  (საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, თუმცა ახალი ინფორმაციები ქვეყნდება)

Telavi

 

5. მცხეთა: http://mtskhetamunicipality.ge/

mcxeta

 

6. ახალციხე: http://akhaltsikhe.ge/

axalcixe

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური აცხადებს, რომ საიტის აწყობას დრო სჭირდება და ეს ყველამ იცის, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონია.

„ახალი ვებგვერდი კეთდება და ამას, ვისაც შეხება ჰქონია საიტთან იცის, რომ დრო სჭირდება. სულ მალე მზად იქნება ტექნიკურად და ამის შემდეგ იზრუნებს პრესსამსახური ინფორმაციის ატვირთვაზე“

"მერიას ვებზე მუშაობა შექმნის დღიდან არ დაუწყია. 2008 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დავიწყეთ და ვინც ერკვევა, იცით, რომ დრო ნამდვილად ჭირდება."

 

gori

 

Read 1416 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი