კოტეჯების გადახურვა ვერხვების დევნილთა დასახლებაში - პასუხი ოპიზიციის ბრალდებაზე

მარტი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა დასახლებაში ხელისუფლება სახურავების გადახურვაში მხოლოდ 50 ოჯახს დაეხმარება, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ ნაციონალური მოძრაობის წევრმა რევაზ კახნიაშვილმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერი ოჯახები შეირჩა.რევაზ კახნიშვილი ამავე დროს ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და განმარტავს, რომ შერჩევის კრიტერიუმები ხელისუფლებამ არასწორად განსაზღვრა.

"რეალურად კი შიფერი შესაძლოა კოტეჯს ზოგიერთმა არც კი გადაახუროს და მისი რეალიზაციით ისარგებლოს."

კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ ყურადღება ყველა დევნილს თანაბრად სჭირდება და რაიმე ნიშნით გამოყოფა, თუ ეს არ ეხება კოტეჯის რთულ მდგომარეობას, არ უნდა ხდებოდეს.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა გორის მერის წარმომადგენელი ვერხვების დასახლებაში.

„ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს ერედვის, ქურთის და თიღვის თემის მოსახლეობა. ყველა ეს მუნიციპალიტეტი თავის მოსახლეობას აქცევს ყურადღებას. ერედვის მოსახლეობა არის 102 ოჯახი, წლევანდელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წვდება ყველა ოჯახს და აძლევს მათ სახურავს. რაც შეეხება ქურთის თემს, წელს თანხები არ ჰყოფნით ყველა ოჯახზე. ამიტომ ჩატარდა კენჭისყრა და წელს მხოლოდ 60 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს, მერმის დანარჩენი. სრულად დაკმაყოფილდება ასევე თიღვის თემის 20 ოჯახი", - განაცხადა მზია მეტრეველმა.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე სულ 7 დევნილთა დასახლებაა. ეს ტერიტორიები ამ დროისთვის მერიის ბალანზე ირიცხება, თუმცა დევნილებისთვის განკუთვნილი პროგრამებისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. ბოლო რამდენიმე წელია, დევნილები სხვა მოქალაქეების მსგავსად, საერთო სოციალური პროგრამებით სარგებლობენ.

 

 

 

Read 2043 times Last modified on Last modified on მარტი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი