mukilurji640X90

გორის "დემოკრატიის სკოლაში" გენდერული კვოტების შესახებ იმსჯელებენ

მარტი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის "დემოკრატიის სკოლაში" გენდერული კვოტების შესახებ იმსჯელებენ. დიკუსია 12 საათზე დაიწყება. მსჯელობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები (მათ შორის: Task Force -ს წარმომადგენლები), გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა პირები მიიღებენ მონაწილეობას. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას უნდა მოემსახუროს. ცვლილებების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

“აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა:

● რა არის კვოტირება?

● კვოტირების უცხოური გამოცდილება და ქართული რეალობა;

● როგორ მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში კვოტირების სისტემა; რა შედეგები დადგა დროებითი ზომის ამოქმედების შემდეგ და როგორია ამ ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ამომრჩეველთა კულტურა;

● როდის დადგა დღის წესრიგში საქართველოში გენდერული კვოტების განხილვის საკითხი?

● პოლიტიკოსთა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობა და შეფასებები;

● რა მდგომარეობა გვაქვს ახლა და რა მოლოდინები არსებობს?

დისკუსიას ფასილიტაციას გაუწევს გორის გენდერის მედია-ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ომაძე.

 

Read 584 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი