სააპელაციო სასამართლომ ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ივლისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარი პატიმრობის ვადას სავარაუდოდ, ციხეში გაატარებს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის უფლებადამცველის საჩივარი განსახილველად არ მიიღო და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატი, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კემულარია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო არც კი დაინტერესებულა იმ არგუმენტებით რის საფუძველზეც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

Read 480 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი