გორის მერიას უფლებამოსილების დაწყებიდან დღემდე, 143 გამარტივებული შესყიდვა აქვს განხორციელებული

აგვისტო 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ პირდაპირი შესყიდვის წესით სულ 143 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, „გამარტივებული შესყიდვები“, არ ექვემდებარება ელექტრონულ სისტემას (ტენდერს) და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა 5 000 ლარს არ ცდება.

შესყიდვის ეს ტიპი ასევე გამოიყენება პრეზიდენტის და მთავრობის განსაკუთრებული ბრძანებულებით ან „გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 5000 ლარს ზემოთ თანხის 5 გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდება, აქედან ყველაზე მეტი თანხის ხელშეკრულება შპს ბუქო-777(გორის ავტოსადგური) თან აქვს გაფორმებული. ტენდერების მონიტორინგის მონაცემებში 81 შესყიდვაზე კი თანხა არ არის მითითებული.

Read 160 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი