გორის წისქვილკომბინატის თანამშრომლები სამსახურში აღდგენისას ბარიერებს აწყდებიან 

აგვისტო 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შპს "კარმენი" სრული დატვირთვით ამუშავებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი ავრცელებს.

წისქვილკომბინატმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ნაწილობრივ შეწყვიტა ფუნქციონირება, რის გამოც თანამშრომლების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა. 

 "დღეის მდგომარეობით საწარმო კვლავ აპირებს სრული დატვირთვით მუშაობას, თუმცა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის ინფორმაციით, ის     დასაქმებულები რომლებიც საკუთარი შრომითი-უფლებების გაუმჯობესებას რამოდენიმე თვის წინ მოლაპარაკებების საშუალებით, სადაც ჩართული იყო ჯანდაცვის   სამინისტრო, ხოლო შემდგომ პროტესტის სხვადასხვა ფორმით ითხოვდნენ, "ძველი" ადმინისტრაციის მხრიდან სამუშაო ადგილებზე დასაბრუნებლად ხელოვნურ     ბარიერებს აწყდებიან!". 

პროფესიული კავშირი წისქვილკომბინატის ადმინისტრაციას დასაქმებულთა ინტერესების გათვილისწინებისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, მათი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება არ დაუშვას პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია და აღადგინონ მუშები სამუშაო ადგილებზე რომელთა საშუალო მუშაობის სტაჟი 20 წელს აჭარბებს", - ნათქვამია განცხადებაში 

Read 767 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი