Back to Top
შაბათი, 03 აგვისტო 2019 16:00

გორში 2 969 მიუსაფარი ძაღლია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ გორში სულ 4701 ძაღლია, აქედან 1732 პატრონიანი და 2969 მიუსაფარი.

"სააგენტომ შეიმუშავა კვლევა, მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების პოპულაციის გავრცელების არეალის და რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია შეგროვდა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებისა და მათი გამოკითხვის გზით", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის შედეგების განხილვა და დისკუსია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მცირე დარბაზში გაიმართა.

Read 249 times