Back to Top
შაბათი, 03 აგვისტო 2019 19:51

გორში, კულტურის ცენტრის წინ პარკირების სისტემა ამოქმედდება

Rate this item
(0 votes)

კომბინატის დასახლებაში არსებული მოსწავლე- ახალგაზრდობისა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

"ქალაქში ამოქმედდება პარკირების სისტემა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს. აბონიმენტებით იქნება და ვინც მის   გარეშე გააჩერებს მანქანას, დაჯარიმდება", - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მთელს ქალაქში მოეწყობა.

Read 385 times